PolyGlass
პოლიკარბონატით გადახურული სათბური — ფიჭური ფურცელი კარკასზე
← ყველა იდეა

სათბურის გადახურვა

სათბურისთვის მთავარია სინათლის კარგი გამტარობა და თბოსაიზოლაცია — ამიტომ ყველაზე ხშირად ირჩევენ ფიჭურ (მრავალკედლიან) პოლიკარბონატს.

ჩვენი რჩევა

რეკომენდებულია ფიჭური პოლიკარბონატი, 4–8მმ სისქის (2 ან 4-კედლიანი). ჩვეულებრივი საოჯახო სათბურისთვის საკმარისია 4-6მმ, ხოლო წლიური/სამრეწველო სათბურისთვის — 8მმ. ღარები აუცილებლად უნდა გადიოდეს ფერდობის მიმართულებით, რომ კონდენსატმა თავისუფლად ჩამოიწუროს.

  • აირჩიეთ სისქე კლიმატისა და სეზონურობის მიხედვით — რაც უფრო ცივია, მით სქელი
  • ღარების მიმართულება ფერდობის მიხედვით უნდა შეირჩეს — შეკვეთისას გვითხარით ზუსტი მდებარეობა
  • პროფილები (H, UP) გამოიყენება ფურცლების შეერთება-დაბოლოებისთვის
ფიჭური პოლიკარბონატი — ფასები და კატალოგი